
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, რომ უკრაინას დაეწყო ბლოკში გაწევრიანების გზა. მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიული ამბიციები ვარშავიდან სოფიანდე ვრცელდება.
"რუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით, სევეროდონეცკით, მარიუპოლით, ხარკოვით და კიევით არ არის დაინტერესებული. მისი ამბიციები დიდ ტერიტორიას მოიცას, ვარშავიდან სოფიამდე.
როგორც წარსულში, რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდება, რათა სხვა ქვეყნებისა, სხვა ხალხების დაპყრობის საშუალება მიეცეს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთიბის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.
0
0