
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის შვიდი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ვიაზოვჩენკომ ბრიფინგზე განაცხადა, კიევის, ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ჩერნიგოვისა და ზაპორიჟიის რეგიონების მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა.
ვიაზოვჩენკოს თქმით, საგანგებო აღდგენითი ოპერაციები გრძელდება ყველგან, სადაც უსაფრთხოების სიტუაცია იძლევა ამის საშუალებას.
„ამჟამად, უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის საათობრივი გათიშვის გრაფიკი მოქმედებს. კიევსა და კიევის ოლქში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვაა. მათ ხანგრძლივობაზე შესაძლოა, ტემპერატურის მნიშვნელოვანმა ვარდნამ იმოქმედოს“, – ხაზგასმით აღნიშნა ვიაზოვჩენკომ.
მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ დაბომბვის შედეგად ელექტროქსელში შექმნილი რთული ვითარების გამო, კიევისა და კიევის ოლქის, ოდესის ოლქის და დნეპრის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები იძულებული არიან, დააწესონ ქსელური შეზღუდვები.
0
0