რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდა - პილოტი დაიღუპა
23/02/2023
13:17
მსოფლიო
A-
+A
შემთხვევა ქალაქ ვალუიკთან მოხდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
არხი 112, რომელიც ეკუთვნის REN TV-ს, აცხადებს, რომ ჩამოვარდა სუ-25 თვითმფრინავი.
„თვითმფრინავი ბეღელში თავით დაეცა, ხანძარი გაჩნდა, შენობა დაიწვა.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
TASS, სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მალევე გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
0
0
300
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%