
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების დახვრეტაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრალდების შესახებ ცნობილი გახდა „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებული ვიდეოკადრებით, სადაც, როგორც რუსები ირწმუნებიან, უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, ხვრეტენ რუს მებრძოლებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, თავად დახვრეტის მომენტი კადრებში ასახული არ არის. გარდა ამისა, ამ დროისთვის არც კადრების ავთენტიკურობა არ არის დადგენილი.
„ბიბისი“ წერს, რომ კადრებში სავარაუდოდ ასახულია 12 ნოემბრის შემთხვევა, მაკიივკას დასახლებაში, ფრონტის ხაზთან.
იმავე საღამოს, უკრაინულ ვებგვერდებზე გავრცელდა დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს რუსი სამხედროების ცხედრები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თანმხლებ ტექსტში კი, საუბარი იყო ტყვიამფრქვევით გახსნილ ცეცხლზე, რასაც რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ.
თუმცა, „ბიბისის“ ცნობით, რუსული მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ უკრაინის მე-80 საჰაერო-სადესანტო ბრიგადის წევრებმა გაუსამართლებლად დასაჯეს რუსი სამხედროები.
მედიის ინფორმაციით, 17 ნოემბერს, ამავე მოვლენების ამსახველი კიდევ ახალი კადრები გავრცელდა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის გადაღებული და ჩანს, როგორ უბრძანეს ფარდულში შეფარებულ რუს სამხედროებს გარეთ გამოსვლა.
ამ კადრებში ასახულია, როგორ ჩნდება მუქ ფერებში შემოსილი სამხედრო პირი და ცეცხლს ხსნის, იმ დროს, როდესაც ტყვეები მიწაზე წვანან. ამის შემდეგ კამერა ძირს ეცემა და ისმის გასროლის ხმები. თუმცა, შეუძლებელია იმის გარჩევა, ვინ ისვრის.
როგორც „ბიბისიმ“ დრონითა და ტელეფონით გადაღებული კადრების შესწავლით დაასკვნა, ასახულია ერთი და იგივე ინციდენტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს „გამიზნულ და მეთოდურ“ მკვლელობად აფასებს, რომლის დროსაც, "თავის არეში განხორციელებული გასროლით 10-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025