-share.jpg)
რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ინდურ გამოცემა The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება თავს დაესხას ნატოს ერთი პირობით. თუ დასკვნამდე მივა, რომ ნატოს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა ნატოს მხრიდან მყისიერი და გამანადგურებელი პასუხი არ მიიღოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო”, - განაცხადა კულებამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება და მათ დღემდე ყოფილ პროვინციებად განიხილავს.
„ამდაგვარ, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული. როდესაც რუსეთი ამ ომს წააგებს, მას ახალი პოლიტიკური მოდელის მიღება მოუწევს, რომელიც იმპერიალისტურ ექსპანსიას არ მოიაზრებს. თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს არ განიცდის, მაშინ პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატოს ქვეყნებში გაემართება,” - განაცხადა კულებამ.
0
0