23/06/2023
15:07
მსოფლიო
„რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა კლიუჩევსკაია-სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო,“ - იუწყება კამჩატკის ვულკანურ ამოფრქვევებზე რეაგირების ჯგუფი.
„ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან დაიწყო. ვულკანური აირებისა და ფერფლის მასა ჰაერში შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდეს. ვულკანურმა აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბლამფრენ თვითმფრინავებზე,“ - განაცხადა კამჩატკის ვულკანურ ამოფრქვევებზე რეაგირების ჯგუფმა - ეროვნული მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც საკუთარ ვებგვერდზე ვულკანური აქტივობის შესახებ მონაცემებს ანთავსებს.
კლიუჩევსკაია-სოპკა თითქმის 5 კმ. სიმაღლის აქტიური ვულკანია, რომელიც უკანასკნელად 2022 წლის ოქტომბერში ამოიფრქვა.
მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, ამჟამად აქტიურია კამჩატკისა და კურილის კუნძულების სხვა ვულკანებიც.
0
0