
უწყების ცნობით, გასულ ღამეს ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ, ხარკოვის ოლქში 3 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა ერთი. ლუგანსკის ოლქში დაშავდა 2, კიევის ოლქში კი 1.
პროკურატურის ინფორმაციით, ხერსონის რაიონში, დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
უწყებაში ამბობენ, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 733 სასწავლო დაწესებულება. მათგან 74 მთლიანად განადგურდა. მათი განცხადებით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში.
პროკურატურაში განმარტავენ რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
0
0
3 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/01/2026
2 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/01/2026