
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად კიევს საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მან ეს განცხადება სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.
„რაღაც კომპრომისი უნდა არსებობდეს. რას ელოდებოდნენ, რომ რუსეთი დატოვებს ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს? ეს არარეალისტურია“, - განაცხადა ფიკომ. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია.
Politico ფიკოს პრორუსს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გასულ კვირას მან მხარი დაუჭირა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების დაბლოკვის შესახებ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026