
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლს, საქართველოს 38 წლის მოქალაქე ალექსანდრე გაბელაიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ რესპუბლიკურმა პროკურატურამ Lenta.ru-ს განუცხადა.
გაბელაია დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით („დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში“).
სასამართლოს ცნობით, ქართველი უკრაინაში დაქირავებულად ჩავიდა და ე.წ ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა, შემდეგ კი საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში შემავალ ზგარდის ფორმირებაში გადავიდა. იქ გაბელაიამ გაიარა სამხედრო მომზადება, ისწავლა სამხედრო იარაღის მართვა და ისწავლა ომის სტრატეგია, ტაქტიკა და მეთოდები.
გაბელაიამ მონაწილეობა მიიღო ე.წ. დონეცკის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. თავისი საქმიანობისთვის მან ანაზღაურების სახით 2,9 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.
0
0