10/10/2022
21:20
მსოფლიო
აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ და განადგურდა ობიექტები, რომელბიც სამხედრო დანიშნულების არ იყო.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელ ხალხის მიმართ.
„ვუსამძიმრებთ დღეს უაზროდ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პირველი პირის განცხადებით, დღევანდელი თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ს ვალდებულებას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.
0
0