რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
A-
+A
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გაავრცელა.
"გუშინ, 31 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე კიდევ ერთი უკანონო დაკავება მოხდა. ამ დროისთვის, გარემოებები და დეტალები ჩვენთვის ცნობილი არაა. დაკავება მოხდა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე". - თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.
ირაკლი ანთაძის თქმით, დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.
გუშინ, 31 ოქტომბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის ცნობით, შემთხვევა სოფელ სინაგურის მიმდებარედ მოხდა.
0
0
429
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%