-share.jpg)
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარეობს საუბარი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი სამხედრო ყოფნის როლსა და მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არა მხოლოდ ამ უკანასკნელის უსაფრთხოების გარანტიაა, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას.
„ბოლო დროს, დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების დროს, აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს იმით ხსნის, რომ ერევანი და მოსკოვი, თითქოს, ერთობლივ აგრესიას გეგმავენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რის გამოც, მათი თქმით, აზერბაიჯანული მხარე პრევენციულ ზომებს ატარებს“ - განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
„აზერბაიჯანის არგუმენტები აბსურდულია, მეორე მხრივ, უკრაინის მოვლენების ფონზე მსგავსი ნარატივები გარკვეულ ინტერესს იწვევს დასავლეთში. სომხური მხარე რუსი კოლეგების ყურადღებას ამახვილებს ამ გარემოებაზე და აცხადებს, რომ რუსეთის დუმილის პირობებში კურიოზული სიტუაცია იქმნება - რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არა მხოლოდ ამ უკანასკნელის უსაფრთხოების გარანტიაა, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ჩვენ არ ვაკრიტიკებთ რუს სამშვიდობოებს, გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას მათი საქმიანობის შესახებ - ასე უპასუხა ფაშინიანმა SputnikArmenia-ს კითხვას.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025