31/10/2022
12:06
მსოფლიო
რუსული სამხედრო-საჰაერო ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო შეტევას ახორციელებენ.
როგორც უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, „დილით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ ქალაქის ნაწილში წყალმომარაგება შეწყვეტილია.“
იმავდროულად, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხარკოვსა და ზაპორიჟიეში შესაძლოა ელექტროენერგია გაითიშოს. მათივე ცნობით, რაკეტებით იბომბება ვინიცაც.
კიევში აფეთქებების ხმა ისმის და საჰაერო თავდაცვა მუშაობს. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოქალაქეებს საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ორი დღის წინ, რუსეთმა უკრაინა შავი ზღვის ფლოტზე (ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე) უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმაში დაადანაშაულა.
0
0