მოსკოვი უარყოფითად არის განწყობილი სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობაზე. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბალტიისპირეთის ქვეყნების გეგმებზე, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ.
„რაც ხდება, ფაქტობრივად, საქართველოს შიდა საქმეა, მხოლოდ ამით მინდა შემოვიფარგლო ჩემი კომენტარი“, - განუცხადა გალუზინმა ჟურნალისტებს.
მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ნაციონალურ სანქციებს შემოიღებენ იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაში.
„მოსკოვს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობაზე. შესაბამისად, ის ასეთ ჩარევას არ იყენებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
0
0