
მოსკოვი ერევნის რომის სტატუტზე მიერთებას აბსოლუტურად არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა RBC-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დიალოგის ადგილს ვერ ხედავს.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მოელოდა, რომ სომხეთი რომის სტატუტის რატიფიცირებისგან თავს შეიკავებდა. მან გაიხსენა, რომ სისხლის სამართლია სასამართლოს წესები საშუალებას აძლევს იმ ქვეყნებს, რომლებიც რაიმე მიზეზით არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმართონ ამ სასამართლოს სამსახურებს მისი რატიფიცირების გარეშეც კი.
„ამ პარადიგმაში მე ვერ ვხედავ რაიმე შესაძლებლობას, რომ სერიოზულად მივიღო სომხეთის წინადადება (რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე)“, - აღნიშნა გალუზინმა.
მისი თქმით, სასამართლოს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, ეს არის პოლიტიზებული პროდასავლური სტრუქტურა, რომელიც ახორციელებს დასავლეთის მიერ არ მოსწონებული ფიგურების სისხლისსამართლებრივი დევნის ბრძანებებს.
"ამ სასამართლომ რამდენიმე ხნის წინ გასცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისთვის. ფრჩხილებში აღვნიშნავ, რომ, რა თქმა უნდა, ეს ორდერები აბსოლუტურად იურიდიულად ბათილია", - განმარტა გალუზინმა.
0
0