
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება. მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის თქმით, რუსეთი მზადაა იმდენად შორს წავიდეს ურთიერთობათა ნორმალიზებისთვის, რამდენადაც ოფიციალური თბილისი მზად არის ამისთვის.
„რუსულმა მხარემ არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის - ეს გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ჩვენ მზად ვართ ვიაროთ იქამდე, სადამდეც ოფიციალური თბილისი იქნება მზად ურთიერთობების ნორმალიზებისთვის... რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, აქ ჩვენ ყოველთვის ერთგული ვიყავით მათი პრაგმატული განვითარებისთვის, ორმხრივი სარგებლის საფუძველზე და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. “ - თქვა გალუზინმა.
"რია ნოვოსტის" კითხვაზე, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე გასულ არჩევნებს და ყაველაშვილის არჩევას, გალუზინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე „არ ერევა საქართველოს შიდა მოვლენებში“.
„ჩვენ ვცდილობთ არ ვიმსჯელოთ სუვერენულ სახელმწიფოებში შიდა მოვლენებზე“, - აღნიშნა მან.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026