14/03/2023
13:25
მსოფლიო
რუსეთი შეშფოთებულია საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარებით, რადგან აშშ მუშაობს საზღვრებზე დაძაბულობის ახალი კერების შესაქმნელად. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარებით, რადგან ეს არის ქვეყნები, რომლებიც შორს არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს, რა გააკეთონ, ან არ გააკეთონ. ესენი არიან ჩვენი უშუალო მეზობლები და ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ თავიანთი სატელიტებით მუშაობენ იმისათვის, რომ შექმნან უფრო და უფრო მეტი დაძაბულობის კერები ჩვენს საზღვრებზე“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„აშშ ცდილობს მოაწყოს... გარკვეული სახის გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ზონებში, რომლებიც საკვანძოა, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზების გამო, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესებისთვის“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
0
0