
რუსულმა FM რადიოსადგურებმა საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გადასცეს. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს ჰაკერულ თავდასხმას დაუკავშირა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ „ყალბი“ უწოდა ინფორმაციას საჰაერო იერიშის შესახებ, რომელიც რამდენიმე რუსული რადიოსადგურის ეთერში გაისმა.
„ქვეყანის ზოგიერთ რეგიონში, რამდენიმე კომერციული რადიოსადგურის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ეთერში გავიდა ინფორმაცია საჰაერო თავდასხმის სავარაუდო გამოცხადებისა და სარაკეტო დარტყმის საფრთხის შესახებ.
ეს ინფორმაცია არის ყალბი და არ შეესაბამება რეალობას“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე მედია და ტელეგრამის არხები სოციალურ ქსელებში ვიდეოზე დაყრდნობით წერდნენ, რომ Avtoradio-ს, Humor FM-ის, Relax FM-ის და სხვა რადიოსადგურების სიხშირეებზე სავარაუდოდ ისმოდა ფრაზა „ყურადღება, ყურადღება, სარაკეტო დარტყმის საფრთხე“. ეს გაფრთხილებები გაისმა ბელგოროდში, ყაზანში, უფაში, ვორონეჟში, ნოვოსიბირსკში, ასევე მოსკოვის
რეგიონში და სხვა რეგიონებში. ვორონეჟის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხდა ჰაკერების თავდასხმა, რომლის მიღმა დგანან „კიევის რეჟიმის თანამზრახველები“, წერს ტელეგრამის არხი «Осторожно, новости».
0
0