11/10/2022
13:06
მსოფლიო
ბრიტანული კიბერ-დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის, სერ ჯერემი ფლემინგის, განცხადებით, ორშაბათს უკრაინის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმის მიუხედავად, მოსკოვის საბრძოლო მასალა „იწურება.“
"პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილების მიღებისას სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. რუსები ახლა იწყებენ იმ პრობლემების გააზრებას, რომლებიც პუტინის "არჩევანმა" გამოიწვია.
ჩვენც და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმაც იციან, რომ მათი მარაგი და საბრძოლო მასალა იწურება. ისინი ხედავენ, თუ რამდენად ცუდად შეაფასა პუტინმა სიტუაცია და ასევე იციან, რომ მათი ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიებზეც მკვეთრად შეიზღუდება“, - თქვა სერ ჯერემი ფლემინგმა.
კიბერ-დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ, როდესაც საქმე ჩინეთს ეხება.
„ჩინეთის კონტროლი ამ ტერიტორიებზე გარდაუვალი არ არის - ეს გულისმობს ახალ ინტერნეტ-სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩინეთის სატელიტური სისტემით თვალთვალის მეთოდებს, რაც მთავრობას უფრო მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს, ასევე ჩინურ ციფრულ ვალუტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს მომხმარებლების ტრანზაქციების მონიტორინგისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების მიზნით; ჩვენი მომავალი სტრატეგიული ტექნოლოგიური უპირატესობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ სამომავლოდ", - განაცხადა სერ ჯერემი ფლემინგმა სიტყვით გამოსვლისას.
0
0