რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის წარდგენის მიზნით ხელმოწერების შეგროვება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც მიმდინარეობს.
ინსტაგრამის ექაუნთის „რუსები ბათუმში“ ცნობით, ხელმოწერების შეგროვება 25 იანვრამდე გაგრძელდება.
„უკვე ძალიან ბევრი ხელმოწერაა მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან, ისინი არ არის საჭირო, საჭიროა რეგიონები“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ბორის ნადეჟდინმა თბილისში ხელმოწერების შეგროვების დაწყების შესდახებ გასულ კვირას გამოაცხადა. სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა პოლიტიკოსის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.
კრიტიკისა და მისი ძველი განცხადებების კომენტირებისას, SOVA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ნადეჟდინმა თქვა, რომ 2008 წლის ომი საქართველოში "ძირითადად შემოიტანა" ქვეყნის ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიები, ნადეჟდინმა უპასუხა: „მე რუსეთში ვარ, იცით, რუსეთში. რუსეთს ამჟამად აქვს ხელშეკრულებები ამ არაღიარებულ სახელმწიფოებთან. რუსეთმა, სხვათა შორის, აღიარა ისინი. ჩემი აზრით, რუსეთის გარდა, მათ ნამდვილად არავინ აღიარებდა. ჩემი აზრით, ლუკაშენკოც კი არ ცნობდა მათ. ამიტომ, ამ თემაზე გარკვეული საუბრის საფუძველი არსებობს“.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026