რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების დროს სტუდიაში ქალი შეიჭრა პლაკატით „არა ომს“
14/03/2022
23:55
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ ეთერში სტუდიაში ქალი შეიჭრა, პლაკატით „არა ომს“. ინციდენტის დროს წამყვანი ეკატერინა ანდრეევა საერთაშორისო სანქციების ზემოქმედების შემსუბუქების გეგმებზე საუბრობდა, რომლებიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა გამოაცხადა.
მოულოდნელად წამყვანის ზურგს უკან ქალი გამოჩნდა. „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“, – ეწერა პლაკატზე. თავად ქალი კი ყვიროდა: „არა ომს, გააჩერეთ ომი!“.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის პირველი არხი ეთერში უცნობი პირის შეჭრის ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებს. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალი დაკავებულია.
რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი კი სოციალურ ქსელებში წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში საპროტესტო აქციის მონაწილეს მარინა ჰქვია, ის აღნიშნულ არხზე რედაქტორად მუშაობდა.
0
0
506
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%