16/11/2023
11:05
ეკონომიკა
რუსეთის პერმის მხარეში საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყება სურთ. ისინი ამ შესაძლებლობას განიხილავენ.
საქართველოს გარდა, პირდაპირი რეისების დაწესება სურთ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და დსთ-ს რამდენიმე ქვეყანასთან. ამია შესახებ საუბარია რეგიონის გუნერნატორისა და სამმართველოს ვებგვერდზე.
15 ნოემბერს ფორუმ რუსეთის ტრანსპორტზე პერმის მხარის დელეგაციამ ავიაკომპანია Икар-თან და Азимут-თან ავიამიმოსვლის განვითარების გეგმები განიხილა. კომპანია Азимут-ი საქართველოში პირდაპირ ფრენებს ასრულებს.
"2024 წლისთვის განიხილება პირდაპირი ფრენების დაწყება [პერმიდან] ალმათისკენ, ბიშკეკისკენ, სამარყანდისკენ, ტაშკენტისკენ, ურგენჩისკენ, ბათუმისკენ და თბილისისკენ". - ნათქვამია შეტყობინებაში.
Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.
0
0