01/11/2023
18:06
მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქრისტიანული ქვეყნების ლიდერებს ერთად დგომით წმინდა მიწაზე მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა. აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავა III-სთან შეხვედრაზე, რუსეთის პატრიარქმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარეობისას ქრისტიანი ლტოლვილების წმინდა მიწიდან გამოსვლის საფრთხეებზე ისაურბა.
"ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტს ბევრი სიცოცხლე ეწირება, ამასთანავე, რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად საშიშია. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი სურვილი, რომ ნებისმიერი უთანხმოების მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქრისტიანები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვთ წმინდა მიწასთან, ერთიანად აიმაღლებენ ხმას წმინდა მიწაზე მშვიდობის დასაცავად. ეს ხალხი და ეს მიწა იმსახურებს მშვიდობას, XXI საუკუნეში მაინც." - თქვა რუსეთის პატრიარქმა.
თავის გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების დროს ახლო აღმოსავლეთს ლტოლვილთა დიდი რაოდენობა ტოვებს და მათ შორის, ყველაზე მეტი ქრისტიანია.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024