
24 მაისს, უფლის ამაღლების წინადღესასწაულზე და მოციქულთა სწორთა მეთოდესა და კირილეს ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საღმრთო ლიტურგია მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ამ დღეს ასევე აღინიშნება პატრიარქ კირილის ანგელოზის ხსენების დღე.
მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ დღესთან დაკავშირებით შესრულებულ ღვთიმსახურებაში რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, თანამსახურებდნენ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთავრები.
რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეკლესიას სადღესასწაულო ღვთისმსახურებისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი წარმოადგენდა.
ღვთისმსახურებისას აღევლინა ლოცვა რუსეთის ერთიანობისთვის, ასევე სპეციალური ლოცვა პატრიარქ კირილისთვის.
წაიკითხეს უფლისადმი სამადლობელი უწმიდესი პატრიარქის კირილის კეთილი ღვაწლისათვის.
თავად რუსეთის პატრიარქმა აღავლინა ლოცვა რუსეთის ერთიანობისთვის.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026