17/11/2022
14:44
მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილე ამბობს, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს. როგორც გამოცემა ეხო კავკაზა წერს, ამის შესახებ კირილემ აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.
ვინ არ მისცა მას ევროკავშირში შესვლის უფლება, კირილეს არ უსაუბრია. მან აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკავშირა გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლენარულ ასამბლეას.
"უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მიღებული: ევროკავშირის ტერიტორიაზე პატრიარქის არშეშვება. ასეთი რამ "ცივი ომის" დროსაც არ ყოფილა", - თქვა მოსკოვის პატრიარქმა.
31 აგვისტოს შემდეგ რუსეთის პატრიარქის, როგორც უკრაინაში ომის მხარდამჭერის მიმართ რაიმე სანქციებზე ცნობილი არ ყოფილა. მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს კანადამ და დიდ ბრიტანეთმა, რაც ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გულისხმობს.
0
0