
„რუსეთის რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის ემბარგო, რომელიც 5 თებერვალს შევა ძალაში, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე უფრო მეტ დისბალანსს შექმნის“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესება ბრიუსელის გეგმის უახლესი ეტაპია, რათა შეწყვიტოს რუსული ენერგომომარაგების დიდი ნაწილის მიწოდება 27-წევრიანი ბლოკისთვის და შეამციროს მოგება, რომელსაც მოსკოვი ნახშირწყალბადების გაყიდვიდან იღებს.
„ბუნებრივია, ეს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე შემდგომ დისბალანსს გამოიწვევს. თუმცა ვიღებთ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები ნებისმიერი შესაძლო რისკისგან”, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიჰყიდიან ნავთობს არცერთ ქვეყანას, რომელიც ეთანხმება ევროკავშირის, დიდი შვიდეულის ჯგუფისა და ავსტრალიის მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტად 60 დოლარის დაწესებას.
0
0