
საქართველოში გზის გაწმენდის შემდეგ, რუსეთიდან ზემო ლარსის საგუშაგოზე მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა აღდგა - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.
„საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გაწმენდასა და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, 3 თებერვლის 12:40 საათიდან ნებადართულია მსუბუქი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამინდის პირობების გამო, დროებით დაიკეტა ზემო ლარსი და რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთი პუნქტი. ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს შესაძლო მობილიზაციის ზომებთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ სიტუაციაში „არ უნდა იყოს მიზეზი, რომ არ ვენდოთ" საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ამინდის პირობებს.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026