
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, თუ რუსეთი სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს, სანქციები გაძლიერდება. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპს სჯერა მისი შესაძლებლობების, რომ მიაღწიოს შეთანხმებას. მას ასევე სჯერა, რომ პუტინსაც სურს მსგავსი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. მე ამას მივესალმები და მინდა, დავიჯერო იმ შეხვედრების შემდეგ, რომლებიც იყო. თუმცა, ეს პროცესი თუ უარყოფილი იქნება, ჩვენ ყველანი ასევე ვეთანხმებით, რომ სანქციები უნდა გაძლიერდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პოზიცია, რომელიც უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს რუსულ მხარეზე, მათ მოლაპარაკების არენაზე დასაბრუნებლად“ – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი თანახმაა იმუშაოს „მსურველთა კოალიციის“ პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების შინაარსზე, რომლებიც განკუთვნილია პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის.
„მსჯელობა შეეხებოდა იმ შესაძლებლობასაც, რომ შედეგი შესაძლოა არ მიღწეულიყო, იმ შესაძლებლობას, რომ რუსეთს ნამდვილად არ სურდეს ასეთ პროცესში ჩართვა. ტრამპმა მიუთითა თავის მზაობაზე დააწესოს, რასაც თავად უწოდებს, პირველად და მეორადი ტარიფები. ჩვენ კი სინამდვილეში მათ სანქციების ვუწოდებთ“, – განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება, პუტინის სურვილზე მშვიდობის დამყარების კუთხით,
„სანამ პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია ომის მოგება, ის ამას გააკეთებს. მისი საბოლოო მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის აღება, უკრაინის დასუსტება და უკრაინის დაპატრონება, რომელიც არ არის ცალკე ქმედითი ან რუსულ ფარგლების შიგნითაა“, – განაცხადა მაკრონმა.
0
0