
რუსეთის მიზანი არასდროს ყოფილა ტერიტორიების დაპყრობა, არც ყირიმის, არც დონბასის და არც ნოვოროსიის, ჩვენი მიზანი იყო რუსი ხალხის დაცვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიზანი არასდროს ყოფილა რამე ტერიტორიის დაპყრობა.
„ტერიტორიული ცვლილებები ხშირად წარმოადგენს შეთანხმებების მიღწევის განუყოფელ კომპონენტს. ასეთი მაგალითი მრავალია. მოცემულ შემთხვევაში, მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ ესა თუ ის ტერიტორია უნდა დაგვეპყრო. არც ყირიმი, არც დონბასი, არც ნოვოროსია როგორც ტერიტორიები არასდროს ყოფლა ჩვენი მიზანი. ჩვენი მზიანი იყო რუსი ხალხის დაცვა, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწებზე, რომელმაც აღმოაჩინა ეს მიწები და მათთვის სისხლს ღვრიდა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ამბობს უარს უკრაინის საკითხზე მუშაობის რამე ფორმატზე, იქნება ეს ორმხრივი თუ სამმხრივი. მისივე თქმით, პირველი პირების მონაწილეობით ნებისმიერი კონტაქტები უკიდურესად გულდასმით უნდა მომზადდეს.
„მთავარია, რომ ნებისმიერი ფორმატი, „ერთ პლუს ერთი“, „ერთს პლუს ორი“, მრავალმხრივი ფორმატი, რომელიც ასევე მრავლადაა, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში იმართებოდეს არა იმიტომ, რომ ვინმემ ამის შესახებ დილით გაზეთში დაწეროს ან საღამოს ტელევიზიით აჩვენოს ან იმსჯელოს სოციალურ ქსელებში „პროპაგანდისტული ნაღების“ მოხსნის მცდელობით, არამედ იმიტომ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან, ექსპერტული დონიდან დაწყებით ყველა საჭირო საფეხურის გავლით მომზადდეს სამიტები“, – აღნიშნა ლავროვმა.
როგორც ლავროვი აცხადებს, მოსკოვი ყოველთვის დაუჭერს მხარს სერიოზულ მიდგომას. ამავე ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომამდე, ზელენსკიმ ჯერ უნდა გააუქმოს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული კანონები.
„დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ადამიანმა უნდა უზრუნველყოფს შეთანხმებები რუსეთთან, როგორც მას მოესურვება. არავინ საუბრობს იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე წასვლამდე, ცუდი არ იქნებოდა, რომ მან ეს კანონები გააუქმოს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0