
„აფრიკა და უკრაინა „ერთ ნავში სხედან“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მან მოსკოვი გლობალური კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა, რამაც კონტინენტს საკვები დეფიციტის პრობლემა შეუქმნა.
”ყოველი რუსული რაკეტა არა მხოლოდ თავს ესხმის უკრაინელებს, არამედ აზიანებს აფრიკელების ცხოვრების დონესაც”, - განაცხადა კულებამ ვირტუალურ ფორმატში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
კულებამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრალდებებს უპასუხა, რომელმაც გასულ თვეში განაცხადა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების მიზნით გაეროს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების შემდეგ, უკრაინული მარცვლეული „თითქმის მთლიანად“ იგზავნება ევროპის მდიდარ ქვეყნებში და არა აფრიკის გვალვით დაზარალებულ ქვეყნებში.
გასულ კვირას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სენეგალს, კოტ-დივუარს, განასა და კენიას ეწვია, ხოლო კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსების თავდასხმების მორიგი რაუნდის გამო, დმიტრო კულება იძლებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.
ოთხშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას, აფრიკის 143 ქვეყნიდან ოთხმა დაუჭირა მხარი.
„განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ოთხივე ქვეყანამ, რომლებსაც მე ვესტუმრე აფრიკაში... მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას“, - თქვა კულებამ.
ის ასევე მიესალმა ერიტრეის გადაწყვეტილებას, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კულებას თქმით, ერიტრეამ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე „ჩაკეტილმა“ ქვეყანამ, შვიდი თვის წინ მხარი დაუჭირა მარტის რეზოლუციას, რომელიც გმობს უკრაინაში რუსული არმიის თავდაპირველ შეჭრას.
”ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”, - თქვა კულებამ და ასევე აღნიშნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავშეკავება, სადაც რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმი, ვაგნერის ჯგუფი, ადამიანთა უფლებების დარღვევაშია ბრალდებული. კულებამ დასძინა, რომ უკრაინა მზადაა მიიღოს სენეგალის პრეზიდენტი მაკი სალი (რომელიც ასევე აფრიკის კავშირის ხელმძღვანელია), თუმცა, ვიზიტის თარიღი დადგენილი არ არის.
0
0