
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის თანახმად, აფრიკაში არსებული სასურსათო დაუცველობის პრობლემა, ომის გამო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უფრო გართულდება.
„28 ივლისს, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შეწყვეტიდან 10 დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანკტ-პეტერბურგში აფრიკელ ლიდერებთან ერთად კონფერენციის მეორე ნაწილს გამართავს.
პუტინმა სამიტი აფრიკის ექვს ქვეყანაში რუსული მარცვლეულის "უფასო" მიწოდების დაპირებით გახსნა - კონტინენტი მარცვლეულის ექსპორტზე წარუმატებელი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. თუმცა ეს საკმარისი არ იქნება შიმშილის კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
მარცვლეულის მიწოდების პირდაპირი შეფერხება და რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის ექსპორტის ბლოკადა ასევე მარცვლეულის ფასების მატებას იწვევს.
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, აფრიკის მასშტაბით სასურსათო დაუცველობის პრობლემა უდავოდ უფრო გამწვავდება. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება აუცილებელ კვების წყაროს აწვდის სახელმწიფოებს, მათ შორის ეთიოპიას, კენიას, სომალსა და სუდანს,’’ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე რუსეთ-აფრიკის კონფერენციაზე აფრიკის 17 სახელმწიფოს ლიდერია მიწვეული.
როგორც უკვე ცნობილია, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება, ერთი წლის განმავლობაში, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთმა შეთანხმება დატოვა.
0
0