06/11/2022
12:50
მსოფლიო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაბალი უწოდა რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს.
"რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის, მაგრამ შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ჩვენ ამას ძალზე სერიოზულად ვეკიდებით,"- ამის შესახებ სტოლტენბერგმა თურქეთის ტელეარხ NTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებებს უპასუხისმგებლო და უგუნური უწოდა. "ბირთვული იარაღი კონფლიქტის ბუნებას შეცვლის,"- თქვა მან.
პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინის მიმართ ნატოს მხრიდან მხარდაჭერა და დიდი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, მიაჩნია ალიანსის გენერალურ მდივანს. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარების გაგრძელება. "თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის კატასტროფა. თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა," -აცხადებს სტოლტენბერგი.
0
0