
რუსეთის მიერ კრამატორსკზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატით – „ლანცეტით“ მიტანილი იერიშის შედეგად, დაღუპულია უკრაინული Freedom TV-ის ჟურნალისტი ელენა გუბანოვა და ოპერატორი ევგენ კარმაზინი.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან ისინი რეგიონში არსებულ ვითარებას აშუქებდნენ, სიმართლეს ჰყვებოდნენ მტრის დანაშაულების, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ჩვენი მცველების ისტორიის შესახებ. ისინი დონეცკის ოლქის ყველაზე ცხელ წერტილებში მუშაობდნენ და ყველგან ყოველთვის პირველები იყვნენ“მ – წერს დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ვადიმ ფილაშკინმა Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტს დრონის მიერ განადგურებული ავტომობილის, გარდაცვლილი ჟურნალისტების და მათი პირადი ნივთების, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების ფოტოები დაურთო.
0
0
წყალტუბოში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
23/10/2025