
ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა, რომ უკრაინლბს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, როცა ომის ზონაში იმყოფებოდა არ მოეკლა, – ამის შესახებ NYT იყწყება.
გაზეთი New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება,რომ ამერიკულმა დაზვერვამ გაზაფხულზე შეიტყო გერასიმოვის უკრაინაში ფრონტზე დაგეგმილი ჩასვლის შესახებ, მაგრამ შეეცადა, დაემალა ეს ინფორმაციის კიევისგან. თუმცა, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც მანამდე დასავლური მედია იუწყებოდა, უკრაინელი სამხედროები რეალურ დროში იღებენ უკრაინაში რუსული არმიისა და მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ნატო-ში მისული სადაზვერვო ინფორმაციის ნაწილს.უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ უკვე დაიწყეს შეტევა გენერლის პოზიციაზე. დარტყმის დროს ათობით რუსი დაიღუპა,“ – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ამ შეტევის დროს, გერასიმოვი, უხერხულ ადგილას – სათესლე ჯირკვლებში დაიჭრა. 28 აპრილს უკრაინელმა ჟურნალისტებმა, წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ გერასიმოვი იზუმში ჩავიდა, რათა პირადად მეთაურობდა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს.
ზოგიერთი უკრაინელი მოღვაწე და ბლოგერი, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსული ჯარების სარდლობის საველე შტაბს იზიუმთან, როდესაც გერასიმოვი იქ იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, მძიმედ დაშავდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი. 1 მაისს Ukrayinska Pravda-მ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, დაადასტურა გერასიმოვის ბელგოროდიდან წასვლა.
0
0