
„რუსეთის გაქრობა უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა მსოფლიოსთვის“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
როგორც დანილოვმა აღნიშნა, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მოწოდებები სულ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს, განსაკუთრებით უკრაინელ გმირებს შორის, რომლებიც ამასობაში იმავე ესკალაციის მორევში არიან.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთთან ომი 2014 წლის 27 თებერვალს დაიწყო, როცა ოკუპანტმა ყირიმის პარლამენტი და მთავრობა ჩაიგდო ხელში და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა გააგრძელა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. უკვე 2022 წლის 24 თებერვალს კრემლმა გაბედა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრა.
„ჩვენთვის არ შეიძლება იყოს იმაზე დიდი ესკალაცია, ვიდრე 444 უკრაინელი ბავშვის, ათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა, ტერიტორიების დაკარგვა და პუტინის რეჟიმის მიერ ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების განადგურება“, - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მისივე განცახდებით, უკრაინა თავის მხრივ იყენებს ყველა არსებულ და ლეგალურ საშუალებას და მეთოდს ოკუპანტის დასასჯელად და საკუთარი მიწების გასათავისუფლებლად. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ყველა ობიექტი, რომელზედაც რუსული სამფეროვანი ნაწნავი დაფრინავს, ჩვენი ჯარისკაცებისთვის პოტენციური სამიზნეა.
„უზენაესი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად, უკრაინის მიზნები დასრულდება იქ, სადაც ამას ეროვნული ინტერესები მოითხოვს და უკრაინის სტრატეგიული ინტერესები დასრულდება იქ, როდესაც რუსეთი დასრულდება და ისტორიულ დავიწყებას მიეცემა“, - დასძინა დანილოვმა.
ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის გაქრობა მსოფლიო რუკიდან არის უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია უკრაინისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.
„და ბოლოს, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო მეთოდია კონფლიქტის ესკალაციის რეალური მიზეზის აღმოფხვრა, კერძოდ, რუსეთის სრული და უპირობო სამხედრო დამარცხება“, - აცახდებს დანილოვი.
0
0