
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის.
"შემოვიფარგლები მხოლოდ ერთით, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს.
რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, არ ვიჩქარებდი პროგნოზების გაკეთებისგან, რადგან რთულ დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, დღეს გვაქვს საბაბი ვიყოთ კმაყოფილები, რადგან გადაწყდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავიზო რეჟიმის მოხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურია და იმედი მაქვს, ამას ყველა სწორად გაიგებს“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
0
0