
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს „ვაგნერის“ PMC-ის ლიდერის ევგენი პრიგოჟინის მოკვლა დაევალა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაევალა. იქნებიან თუ არა ისინი ამაში წარმატებული? დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნავს ბუდანოვი.
მისი თქმით, მკვლელობის მცდელობა სწრაფი არ იქნება.
„მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ შეიმუშაონ შესაბამისი გეგმა და მივიდნენ იმ ეტაპამდე, როცა მზად იქნებიან ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ღია კითხვაა, შეძლებენ თუ არა ამის განხორციელებას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?“ - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის შიგნით დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება სასარგებლოა უკრაინისთვის.
ბუდანოვმა დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დიდი ხანია იცოდა რუსეთის ფედერაციის შიგნით მსგავსი მოქმედებების განხორციელების განზრახვის შესახებ.
„რუსეთის ფედერაციაში არსებულმა აჯანყებამ გარკვეული ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს. ჩვენ არ ველით უკრაინაში „ვაგნერის გამოჩენას“, - დასძენს ბუდანოვი.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025