12/04/2023
15:28
პოლიტიკა
მოსკოვმა იცოდა ნატოს ქვეყნების ჩართულობის შესახებ, რა ხდებოდა უკრაინაში ამერიკული დოკუმენტების გაჟონვის გარეშე, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„როგორც ყველა სხვამ, ჩვენ არ ვიცით, რა სანდოობის ხარისხი აქვს ამ დოკუმენტებს, მაგრამ, თუ ჩვენ მათ უგულებელვყოფთ, ამ დოკუმენტების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატოს ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ბევრი ინსტრუქტორი და მებრძოლები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში“, - აღნიშნა პესკოვმა.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, პენტაგონმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყეს ვაშინგტონისა და ნატოს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო.
0
0