09/08/2023
09:22
მსოფლიო
უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთის ჯარში პერსონალის ნაკლებობაა, ამიტომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ახალი ტალღა გარდაუვალია. პარალელურად, რუსულ ჯარში ხდება იმ პირთა აყვანა, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს ფულის შოვნის შესაძლებლობას, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა გენადი გუდკოვმა განაცხადა.
გენადი გუდკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ფულით 300 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს.
„ჰყავთ გაღატაკებული და თავშესაფარ მაძიებელი მოსახლეობა, რომელიც ამ ფულზე იყიდება. მაგრამ ესეც არ არის უსასრულო. არის ჯარის დაღლილობა, მორალური გაპარტახება, დეგრადაცია“, - აცხადებს გუდკოვი.
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ბოლო განცხადებას, რომ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის 90%-ს მოიპოვებს, გუდკოვმა მას ბოდვა უწოდა.
„პუტინის რეალური რეიტინგი 20-25%-ია... რუსეთში საზოგადოების კონსოლიდაცია არ ხდება. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა“, - დასძინა გუდკოვმა.
0
0