
„რუსული ელიტის უმრავლესობას ესმის, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც სჯერათ, რომ „ფრის“ მიღწევის შესაძლებლობა არსებობს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში გავლენიანი ადამიანები კრემლის წინააღმდეგ ეფექტური წინააღმდეგობის გაწევისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან.
„დიდი ხანია, იქ [რუსეთში] წარმატების იმედი არავის ჰქონია, გარდა რამდენიმე ძალიან „ავადმყოფი“ ადამიანისა. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი იმედოვნებენ რაღაც ჩიხს ან გათამაშებას, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენას მოახერხებენ. ეს ყველაფერი ესმით, მაგრამ არ არსებობს წინააღმდეგობის გაწევის მზადყოფნა“, - განაცხადა იუსოვმა.
0
0
თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
22/11/2026
საქართველოში გლოვის დღეა
22/11/2026