11/08/2023
16:46
მსოფლიო
„რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა საერთაშორისო სანქციების გავლენას ეგუება და შესაძლოა, მომავალ წელს ომამდელ დონეს დაუბრუნდეს“, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში დაახლოებით 4,6%-ით გაიზარდა, ხოლო პირველ ნახევარში 1,5%-ით.
ამავე დროს, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ომისთვის მოხალისეების გაწვევის გამო რუსეთში მუშახელის დეფიციტმა გარკვეული სირთულეები შექმნა.
„მუშახელის დეფიციტი მწვავედ იგრძნობა სამუშაო ადგილებზე“, - წერს გამოცემა.
ამასთან, Bloomberg-ი გასულ კვირას კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ კანონზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურის შესახებ ელექტრონული შეტყობინების მიღების შემდეგ ქვეყნიდან კაცების გასვლის აკრძალვას გულისხმობს.
„ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარებს მუშახელის შემცირებას“, - წერს გამოცემა.
რუსეთის მშპ-ს უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ზედიზედ ოთხი კვარტალის განმავლობაში გაიზარდა.
0
0