
"18 მარტს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ დელიატინში ზებგერითი რაკეტებით უკრაინელი სამხედროების უდიდესი, მიწისქვეშა საწყობი გავანადგურეთ". - ამბობს კონაშენკოვი.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ხსენებული თავდასხმის შედეგად განადგურდა საწყობი ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის სოფელ დელიატინში, რომელშიც განთავსებული იყო რაკეტები და “უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა”.
რუსეთის სამხედრო ძალების თქმით, „კინჟალის“ სარაკეტო სისტემას, რომელიც ხსენებული თავდასხმის დროს გამოიყენეს, შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 2000 კმ-ზე მეტი მანძილიდან, ისევე როგორც ყველა არსებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
0
0