30/04/2024
16:25
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ალექსანდრე ხიმშტეინი თანამდებობებზე დანიშვნამდე ჩინოვნიკების სექსუალური ორიენტაციის შემოწმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ იუწყება.
დეპუტატის აზრით, ასეთი ტიპის შემოწმებებში სამარცხვინო და ცუდი არაფერია. მისი თქმით, ლგბტ საზოგადოების წევრებისთვის ისეთ დაწესებულებებში მუშაობა უნდა იყოს აკრძალული, რომლებიც ბავშვთა და ახალგაზრდების აღზრდასთან პირდაპირ არიას დაკავშირებული.
„ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვა - სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პოსტულატია და ამ ადამიანების მიმართ მიდგომა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.
20 აპრილს ხიმშტეინმა თავის ტელეგრამ-არხზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სამარის გუბერნიის დუმის სპიკერი ალექსანდრე ჟივაიკინი ლგბტ საზოგადოებასთან კავშირში დაადანაშაულა.
დუმის წევრმა დაწერა, რომ სამარელ ჩინოვნიკს არატრადიციული ორიენტაციის ახალგაზრდებთან ერთად ფოტოების გადაღების უცნაური მიდრეკილება გააჩნია.
მანამდე კი ხიმშტეინის ანალოგიური ბრალდების გამო სამარის ოლქის ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრმა სერგეი ბურცევმა თანამდებობა დატოვა.
0
0