
რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ გამოცემა „პადიომს“ განუცხადა, რომ ქართველებისთვის შესაძლოა „ნაკლებად კომფორტული გახდა ევროპისკენ მიმავალ გზაზე სიარული“. ამით მან კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თემაზე.
„ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთი სტაბილური პარტნიორია და თანამშრომლობა საქართველოს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. თუ საქართველო ოფიციალურად მოგვმართავს, მაშინ, ბუნებრივია, განვიხილავთ მათ ყველა წინადადებას და მოვახდენთ მათ რატიფიცირებას. ვფიქრობ, იქ არანაირი დაბრკოლება და მოთხოვნები არ უნდა იყოს“, - განაცხადა მან.
დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სვეტლანა ჟუროვამ ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ სასიხარულო ამბავი უწოდა.
მისი თქმით, მოსახლეობას "ამის საჭიროება ნამდვილად აქვს".
„სინამდვილეში ჩვენ ამას მივესალმებით. ნათელია, რომ ეს კარგი ამბავია ჩვენი ქვეყნებისთვის. მოსახლეობისთვის, ვფიქრობ, აუცილებლად არის საჭიროება. პოლიტიკოსებისთვის შეიძლება არა, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ნამდვილად ასეა“, - დასძინა მან.
0
0