26/06/2023
09:30
მსოფლიო
რუსეთის დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ ბუნტი ჩაიშალა და გასამხედროებულმა დაჯგუფებამ უკან დაიხია, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული შაბათ-კვირას შენარჩუნდა.
იყო ვარაუდი რომ მკაცრი რეჟიმი და უქმე დღე 26 ივნისზეც შენარჩუნდებოდა, თუმცა მოსკოვის მერმა გადაწყვეტილება შეცვალა და კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დღეიდან გააუქმა.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ სკოლის გამოსაშვები ღონისძიებები, როგორც დაგეგმილი იყო, პირველ ივლისს გაიმართება.
ცნობისთვის, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის მერიამ როსტოვსა და ვორონეჟში დაჯგუფება „ვაგნერის“ შესვლისა და ევგენი პრიგოჟინის მიერ მოსკოვის მიმართულებით სვლის შესახებ გაკეთებული განცხადების ფონზე, 2 დღის წინ მიიღო.
0
0