
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლატვიის მოქალაქე დააკავა, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის სექტორის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა, ჯაშუშობაშია ბრალდებული. პირი გასულ თვეში დააკავეს, როდესაც ოფიციალურმა პირებმა ორ ადგილას რეიდი ჩაატარეს.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეჭვმიტანილმა მოიპოვა და გასცა ინფორმაცია იქ მყოფი ნატოს ძალებისა და ავიაციისთვის გამოყენებული კერძო ინფრასტრუქტურისა და წინასწარ განაღდებული მობილური ბარათების შეძენის შესახებ.
როგორც დასავლელი ოფიციალური პირები იუწყებიან, ლატვიის სადაზვერვო სამსახური იმ მრავალ ევროპულ სააგენტოს შორისაა, რომლებიც იძიებენ უკრაინის ევროპელ მოკავშირეებისკენ მიმართულ რუსეთის სავარაუდო დივერსიისა და ჰიბრიდული ომის ფართომასშტაბიან კამპანიას. ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში საგანგებო სიტუაციები შეიქმნა მას შემდეგ, რაც, სექტემბერში, ნატოს საჰაერო სივრცეში გამანადგურებლებისა და დრონების შეჭრამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო.
ზოგიერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ინციდენტები მოსკოვის მიერ ნატოს რეაგირების გამოცდად შეაფასა, რამაც კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არის ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ საომრად.
0
0