24/01/2025
12:17
მსოფლიო
უნგრეთმა 18 მილიარდ ევროზე მეტი დაკარგა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გამო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამ მიზეზით, უნგრეთმა, ახლა, „ხელის მუხრუჭს დააჭირა“ და სთხოვს ევროკავშირს, განიხილოს შეზღუდვების შემდგომი გაფართოების მიზანშეწონილობა.
„მე ვთხოვე ევროპელ ლიდერებს, გაითვალისწინონ, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს, რომ უნგრეთი აიძულონ ასეთი თანხა გადაიხადოს. რა თქმა უნდა, ეს სხვებისთვისაც საფრთხეა, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი“, - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ უკრაინა აღადგენს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპის ქვეყნებში, შეაჩერებს თავდასხმებს თურქულ ნაკადზე და უზრუნველყოფს ნავთობის ტრანზიტის გაგრძელების გარანტიებს.
0
0