
უკრაინის 20-მდე მოქალაქე, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. მათი უმეტესობა ყოფილი პატიმარი იყო, ორი რუსეთში ცხოვრობდა. ისინი საქართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონაში არიან განლაგებული.
უკრაინის მოქალაქე ანდრეი სურჟკომ „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირაა საზღვარზე იმყოფება.
„მინდა უკრაინაში ჩასვლა. თავს ცუდად ვგრძნობ: კუჭის წყლული მაქვს, სასწრაფო გამოვიძახე და ტკივილგამაყუჩებლებით შემოიფარგლნენ. მკურნალობა მჭირდება. არ ვიცი რა გავაკეთო, - ამბობს სურჟკო.
მისი თქმით, საზღვარზე ჩარჩენილთა შორის არიან ტუბერკულოზით დაავადებულები, მათ სარდაფში იატაკზე სძინავთ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინიდან ყოფილი პატიმრები ზემო ლარსში ჩერდებიან. აგვისტოში ამ მდგომარეობაში რუსეთიდან დეპორტირებული ექვსი მამაკაცი აღმოჩნდა. ისინი საქართველოში 11 დღის შემდეგ შეუშვეს. ოქტომბერში შვიდი მამაკაცი 14 დღის განმავლობაში ნეიტრალურ ზონაში იყო ჩარჩენილი. ნოემბრის ბოლოს, უკრაინელების დასახმარებლად პროექტი „მოხალისეები თბილისი“-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ 16 ყოფილი პატიმრის შესახებ, რომლებიც საქართველოში შესვლის ნებართვას ელოდნენ.
საზღვარზე ჩარჩენილმა კიდევ ერთმა ადამიანმა, ვადიმ ლევჩენკომ განაცხადა, რომ ის უკვე თვეზე მეტია საზღვარზე იმყოფება.
0
0