რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 20%-მდე გაზარდა
A-
+A

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, საპროცენტო განაკვეთი 28 თებერვლიდან 20%-მდე გაზარდოს. მანამდე ის 9,5% იყო. ცენტრალურმა ბანკმა ეს მიაწერა “გარე პირობების” რადიკალურ ცვლილებას. ღონისძიება უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ამოქმედდა, რასაც მოჰყვა მკაცრი სანქციები და რუბლის ვარდნა. ამის შესახებ BBC წერს.
“რუსეთის ეკონომიკის გარე პირობები მკვეთრად შეიცვალა. საპროცენტო განაკვეთის ზრდა უზრუნველყოფს სადეპოზიტო განაკვეთების გაზრდას იმ დონემდე, რაც აუცილებელია გაზრდილი დევალვაციისა და ინფლაციის რისკების კომპენსაციისთვის. ეს ხელს შეუწყობს ფინანსური და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას და მოქალაქეების დაცვას”, – გადაწყვეტილება გამოქვეყნდა ცენტრალური ბანკის ტელეგრამის არხზე.
მარეგულირებელი მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს საპროცენტო განაკვეთის შესახებ “გარე და შიდა პირობების რისკების შეფასების და მათზე ფინანსური ბაზრების რეაქციის საფუძველზე”.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, ცენტრალური ბანკის შემდეგ, განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ – მან დაავალდებულა ექსპორტიორები, გაყიდონ სავალუტო შემოსავლის 80% ყველა საგარეო სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში.
0
0
416
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%