10/04/2022
11:38
მსოფლიო
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სანქციების საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა და მოსახლეობას საბანკო ანგარიშებიდან არა მხოლოდ დოლარის, არამედ ევროს გატანის უფლებაც მისცა. გარდა ამისა, 18 აპრილიდან კომერციული ბანკები მოქალაქეებისთვის ნაღდი ფულის მიყიდვასაც შეძლებენ.
თანხის გატანის ლიმიტზე დაწესებული შეზღუდვები ჯერაც არ გაუქმებულა და მოქალაქეებს მხოლოდ 10,000 დოლარის მოცულობის თანხის განაღდების უფლება აქვთ.
11 აპრილიდან ცენტრალური ბანკი აუქმებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსში სხვაობის (სპრედის) შეზღუდვის მოთხოვნასაც.
მიმდინარე კვირას რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილებაც მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად, 20%-დან პირდაპირ 17%-მდე შეამცირა.
ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში რუსული რუბლის გამყარება და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელებაა.
0
0